ველო ტური დიდგორიდან - ალგეთის ეროვნულ პარკში / Mountain bike tour in Georgia Algeti national park
მოგესალმებით მეგობრებო, როგორც იცით Georiders - ი არის პირველი კომპანია რომელიც არის ველო ტურებზე ორიენტირებული. იგი შეიქმნა 1999 წელს დავით ჩოხელის მიერ რომელიც ითვლება ერთ-ერთ პირველ სამთო ველო სპორცმენად და ასევე გახლავთ პირველი ველო ტურების დამაარსებლად საქართველოში.
როგორც მოგეხსენებათ Georiders- მა გამონახა თავისუფალი დრო და გდაწყვიტა 2020 წელს ჩაატაროს ყოველ კვირეულად სხვადასხვა სახის სამთო ველო ტურების ორგანიზება საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, ადგილობრივი მცხოვრებთათვის, როგორც უფასო ისე ფასიანი ტურები.
21 ივნისს იგეგმება ხელახალი ველო ტური დიდგორის მთებიდან ალგეთის ეროვნულ პარკში.
რამოდენიმე კვირის უკან ვიყავით 10 კაციანი ჯგუფი და ტური გამოვიდა ულამაზესი და დაუვიწყარი.
სიმართლე გითხრათ ორგანიზატორები აგვაღფრთოვანა ბუნების სიმწვანემ და სილამაზეებმა.
21 ივნისის გეგმა ასეთია, რადგანაც შუადღისას ცხელა ამიტომ უმჯობესია დილით ადრე შევიკრიბოთ ლისზე ჩვენ შენობასთან 06:30 წუთზე და დავიწყოთ ველოსიპედების ჩალაგება მანქანის მისაბმელებში.
ჩალაგებას მოვუნდებით სავარაუდოდ 50 წუთი და ეგრევე დავიძვრებით დიდგორისკენ.
გზაში დაგვჭირდება მგავრობისთვის საშუალოდ 50 წუთი რადგანაც მოძრაობა გვიწევს მანქანით სულ აღმართში მთაში.
მძღოლები დაგვტოვებენ ისტორიულ ადგილას დიდგორის მთებში და დაგველოდებიან დაბა მანგლისთან სადაც ტურს დავასრულებთ.
მარშრუტის დროს გავილით ულამაზეს მთებს რომელსაც ეწოდება თრიალეთის ქედი.
მე რაც ყველაზე ძალიან მხიბლავს ამ მარშრუტში არის ხელუხლებელი ბუნება და გადაშლილი სიმწვანით სავსე მთები .
მარშრუტი გადის ულამაზეს ალპურ ზონაში და ყველაფრის დანახვა შესაძლებელია ზევიდან. თავზე გადავყურებთ ტყეს და ალგეთის ეროვნულ პარკს.
გზად გვხვდება მწყემსის ბინები და სხვადასხვა სანახაობები. გავივლით ულამზეს ტყეებს და ფერდობებს.
ცოტაოდენ გავამახვილებ მარშრუტის შესახებ ყურადღებას, ისეიგი ტურს ვიწყებთ ყველაზე მაღალი წერტილიდან და თრიალეთის ფერდობების გავლით მივემართებით ალგეთის ეროვნული პარკის გავლით დაბა მანგლისში. ბილიკი არის სულ გრუნტიანი ბალახით დაფარული, გვიწევს თავიდან დაღმართ - აღმართ სიარული, ზოგან ბილიკი იკარგება ზოგან კი ჩნდება, ყველაფერი არის მწვანე. სულ ბოლოს გვიწებვს 10 კმ სულ დაღმართში დაშვება რაც ძალიან მომხიბვლელია. ხანდახან გვიწევს ბილიკის ავლა რომელიც არის სიგრძით 300-500 მეტრი, მაგრამ საბოლოო ჯამში მარშრუტი არის 70% დაღმართი და სწორი.
ვისაც ველოსიპედი არ გყავთ შეგიძლიათ იქირაოთ ჩვენთან რომლის ფასიც 35 ლარიდან იწყება ხარისხების მიხედვით.
ველო ტურში მონაწილეობისათვის აუცილებელია წინასწარ გაიაროთ რეგისტრაცია ჩვენთან შენობაში ადგილზე მოსვლით. ტურის საფასურია 50 ლარი რომელიც მოხმარდება საორგანიზაციო ხარჯებს. თანხას იხდით რეგისტრაციის დროს. აუცლებელია გქონდეთ ველოსიპედის მართვის გამოცდილება გრუნტიან რელიეფზე და ფლობდეთ ველოსიპედის მართვის უნარებს.
21 ივნისის მარშრუტი არ გამოდგება დამწყებთათვის, ეს მარშრუტი არის უკვე მათთვის ვინც ფლობს ველოსიპედის მართვის უნარჩვევებს უსწორმასწორო რელიეფზე.
ტურის დროს გადავაადგილდებით გუნდურად და ველოდებით ყველა მონაწილეს.
ვისვენებთ ერთად და ვმოძრაობთ გგუნდურად.
გასავლელი მანძილი ჯამში სავარაუდოდ 45 კმ და ელევეიშენი სავარაუდოდ 800-1000 მეტრამდე რაც საერთოდ არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს თუ ხარ ფიზიკურად ოდნავ ძლიერი, ეწევი ჯანმრთელი ცხოვრების წესს და არ ეწევი სიგარეტს და არ სვავ ალკოჰოლს.
დიდგორზე წავალთ წყნეთის გავლით და გავაჩერებთ წყნეთში რომ ავიღოთ საგზალი მაღაზიაში ( სპარი ან ნიკორა) თან წამოიღეთ ენერგეტიკული საკვები ( ბანანი, ვაშლი, ჩურჩხელა, შოკოლადი და ა.შ) თან იქონიეთ დიდი რაოდენობით წყალი რადგანაც სოფელ დიდ ნამტვრიანებამდე დასალევი წყარო არ შეგვხვდება.
ეს ფოტოები და ვიდეო გადაღებულია 2 კვირის წინ იგივე მარშრუტზე. დარწმუნებული ვარ ყველა გავატარებთ საუკეთესო დროს. ქვემოთ იხილეთ ტურის ფოტო გალერია და ვიდეო.
#ველოტური #mtb #mountainbike #mountainbiketourinGeorgia #mtbtourGeorgia #Georiders #singletrack #Singletrackgeorgia #Mountainbiking #cyclinginGeorgia #cycling #roadbiking #roadcycling #travelbybike #mtbtours #Georgia #AlgetinationalPark #BesttrackinGeorgia #bestdestinationEurope #bestBikeTourinEurope #bestbiking #bestdestinationforBikes #bikes #enduromtb #enduro #UCI #Mountainbikeholidays #mountainbikeholidaysinEurope #guidedtours
Коментарі