top of page
Featured Posts

Toba Varchkhili Mountain bike extreme ride | ტობა ვარჩხილზე ველოსიპედით | Georiders

მოგესალმებით ჩვენო ძვირფასო მკითხველნო. როგორც გაგიგიათ ტობა ვარჩხილი არის ერთ-ერთი ულამაზესი ადგილი საქართველოს კუტხეებში რომლებსაც ვერცხლის ტბებს ვეძახით. მოგეხსენებათ ტობაზე ასვლა არ არის მარტივი საქმე ფეხით და თან თუ რაიმე ტვირთი აგაქვს მთლად რთულს ხდის ამ სამოთხეში მისვლას. ბევრი რომ არ ვილაპარაკო და არ მოგაბეზროთ თავი გაგიზიარებთ ჩვენ გადაღებულ ვიდეოს 2021 წლის ოქტომბრისას. ჩვენ ვართ ტობა ვარჩხილის და საქართველოს ისტორიაში პირველი ველო პროფესიონალი რაიდერები ვინებმაც ცადეს და ტობაზე ავიდნენ ველოსიპედებით პირველები. ამას ხმამაღლა ვაცხადებთ რომ პირველი რაიდერები ვართ ვინებმაც ცადეს და ავიდნენ ტობაზე, ეს იმიტომ რომ იქ ფეხით ასვლაც კი ძალიან დიდ რისკთან და სირთულეებთან არის დამოკიდებული, ჩვენ კი თავხედურად ავდექით და ველოსიპედებით დავადექით მარშრუტს. სანამ ვიდეოს ბოლომდე ნახავთ დავწერ ჩვენ თავგადასავლის შესახებ და მოგიყვებით რამოდენიმე მიზეზს თუ რატომ გადავწყვითეთ და ველოებით შევუდექით მარშრუტს, დავწერ იმას რაც ვიდეოში ვერ მოვახერხეთ რომ გადაგვეღო.


იდეა დაგვებადა რომ ველოსიპედებით წავსულიყავით ისეთ პოპულარურლ ადგილას სადაც ფეხით სიარულის გარდა ვერცერთი საშუალება ვერ მივიდოდა, ეს იდეა დაგვებადა 5 წლის უკან. იმის გამო რომ ზაფხულის პერიოდში სამსახურებრივად ძალიან დაკავებულები ვიყავით ვერასდროს ვერ გამოვნახეთ საკმარისი დრო ამ ლაშქრობაში წავსულიყავით. პანდემიამ შეაფერხა ჩვენი სამუშაო და როგორც იქნა მოვახერხეთ წასვლა ოქტომბრის თვეში 2021-ში. მაგრამ ძალაინ დაგვაგვიანდა და ოქტომბერი არ აღმოჩნდა შესაფერისი დრო ასეთი მარშრუტისთვის.


დავიწყებ მოყოლას თავიდან. დამქანცველი დღის შემდეგ მივედი სახლში ჩავალაგე სალაშქრო აღჭურვილობა ავკიდე ველოსიპედები მანქანას და ღამის 10 საათზე გავუარე თემურის სახლში, დავადექით ზუგდიდისკენ მიმავალ გზას. დაახლოებით 6 საათის მგზავრობის შემდეგ მივადექით მუხურს და გადავუხვიეთ ოფროუდზე საიდანაც გზამ მიგვიყვანა მთის მწვერვალამდე. ამასობაშიც დილის 5 საათი გახდა და სანამ ირაჟრაჯებდა ცოტათი წავუძინეთ, მე მანქანის პიკაპის ღია საბარგულში და თემურიმ კარავში. ღამით დახლოებით -2 გრადუსი იქნებოდა. გათენდა დილა და წინ ზღვის ულამაზესი ხედები გადაგვეშალა. დავკეტეთ მანქანა და ველოსიპედებით გავემართეთ ტობა ვარჩხილის ტბებისკენ. გეგმა გვქონდა შემდეგი რომ მესამე დღეს უნდა ჩავსულიყავით ხაისში, ქვედა სვანეთში და მანქანასთან დავბრუნებულიყავით ველოსიპედებით სამანქანო გზით.


დავადექით ულამაზეს ბილიკს რომელიც სულ უფრო და უფრო მაღლა მიდიოდა, 1.5 საათიანი სიარულის შემდეგ ბილიკმა მიგვიყვანა მწყემსების ბინასთან და იქ ცოტახნით შევისვენეთ და გავესაუბრეთ მათ. გავარკვიეთ რომ აღმართები რაც გამოვიარეთ ეგ მხოლოდ დასაწყისი იყო და რასაც ქვია აღმართები ეხლა იწყებოდა და წინ უზარმაზარი უღელტეხილის გადავლა გვიწევდა რომელიც მიგვიყვანდა პირველ ტობამდე. როგორც კი შევუდექით აღმართს მაშინვე ვიგრძენით მუხლზე დატვირთვა და შეუსვენებლად მივიწევდით წინ და წინ ფეხით ველოსიპედ აკიდებულები, ბილიკი იყო დაკლაკნილი და ისეთი ციცაბო იტყოდით ნამდვილად რომ კედელზე გვიწევდა ასვლა. მე და თემურიმ უცებ გადავიარეთ პირველი უღელტეხილი და მოვექეცით ურელტეხილის თავზე სადაც უკვე კლდიდან მოწყვეტილი ლოდების ფენა გადაგვეშალა. წინ დაგვხვდა ნამდვილი სურპრიზი, იქაურობა თოვლს დაეფარა და ზევიდან მთლად მოყინულიყო. ვეღარ ვარჩევდით ბილიკი საით მიდიოდა და ლოდები საით იყო, გაყინულ თოვლზე მივდიოდით ზევიდან მაგრამ ყოველ მეოთხე ნაბიჯზე იმტვრეოდა და წელამდე ვარდებოდით ლოდებს შიგნით რაც გვიქმნიდა იმის საფრთხეს რომ შეიძლება რაიმე მოგვეტეხა ან მძიმე ტრამვა მიგვეღო. ბოლო 1 კმ გაიწელა საშინლად თითქმის საათზე მეტხანს მივდიოდით ამ ნამქერებს შორის და მივხვდით რომ თუ უღელტეხილის გადაღმა იგივენაირად გაყინული თოვლი იქნებოდა ჩვენ 3 დღეში ვერ გავიდოდით სოფელ ხაიშამდე და გადავწყვიტეთ ველოსიპედები და ზურგჩანთები ცოტახნით დაგველაგებინდა ძირს და ხელცარიელები ავსულიყავით მწვერვალზე საიდანაც გადავიხედებოდით უღელტეხილის მეორე მხარეს და შევაფასებდით მარშუტის გზას. ზუსტად 50 მეტრი იყო მწვერვალამდე მისასვლელად და ცარიელები მარტივად ავედით. ავედით და რას ვხედავთ რომ უღელტეხილის ჩრდილოეთ მხარეს უარესი ნამქერები და ყინვაა, ხელები და სახე მთლიანად მოგვეყინა. მივხვდით რომ დაგვაგვიანდა ტბებზე ამოსვლა და ოქტომბრის შუა რიცხვები უკვე ძალიან დაგვიანებული იყო აქ წამოსასვლელად.


გადავიხედეთ და ტბა ალბათ ჩვენიდან 300-400 მეტრში იყო და ისიც ნახევრად ყინულს დაეფარა.


ჩვენ ვიყავით ნამდვილი გიჟები ჩვენს გარდა იქ კაციშვილის ჭაწანება არ ისმოდა და არსად ნაკვალევიც კი არ ჩანდა. ეტყობოდა რომ სექტემბრის მერე იქ აღარავინ ასულა.


10 წუთი თვალიერების შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება რომ უკან გამოვბრუნებულიყავით და ღამე მწყემსების ბინასთან კარავში გაგვეტარებინა. ამ მარშუტზე კი შემდეგ წელს 2022 წლის გაზაფხულზე წამოვსულიყავით. უკვე ბინდებოდა, ყინვამ მოუჭირა და თბილი ტანისამოსი გადავიცვით, ცოტა გავთბით. ჩავრთეთ ფანრები და როგორც კი მიწაზე გამოვედით მაშინათვე ველოებს გადავაჯექით და ამ კედელივით ციცაბო მთაზე დაღმართში ნელანელა დავეშვით დაბლა.


გავშალეთ კარავი და დასაძინებლად მოვემზადეთ. ამასობაში მწყემსებს ჩვენთვის ღომი მოუმზადებიათ სულგუნთან ერთად და ქოხში მიგვიპატიჟეს. 1 საათიანი საუბრისა და სადილის შემდეგ წავედით დაღლილები დასაძინებლად.


დღის შეჯამება: ამ დღეს ელევეიშენი გვქონდა 2800 მეტრი და განვლილი მანძილი 20კმ.




დღე 2- ღამით აშკარად მაგრა ყინავდა დილით ყველაფერს ყინული გადაკროდა. მწყემსებმა ისევ მიგვიპატიჟეს ქოხში და სუფრა გავშალეთ. გზა დაგვილოცეს, გამოვემშვიდობეთ ერთმანეთს და შინისკენ გამოვეშურეთ ნასიამოვნები.


დაშვება იყო დღის სინათლეზე სასწაული სულ ფრენაფრენით მოვემართებოდით დაღმართისკენ. გზად მუხრუჭები გადავახურეთ და სულმთლად დაიწვა როტორი. ამის ვიდეოს შემდეგ ბლოგში ნახავთ. ველოსიპედები გვყავდა სულმთლად ახლები Kellys Swag 50 ენდურო ბაიკი და kellys Gibon 50 თრეილ ბაიკი. ქარხნულად ყველა ბაიკს უყენია უხარისხო როტორები და ხუნდები რამაც გაგრილება ვერ მოასწრო და გადახურდა. წინა კვირით გამოწერილი მქონდა სპეციალური პროფესიონალური დონის როტორები მაგრამ ვერ ჩამომისწრო დროულად.


გზად გაყინულ მდინარესთა შევჩერდით და მე და თემურიმ გადავწყვიტეთ წყლის გადავლება. როგორც ორმა მთიულმა დათვებივით გაკაჟებულებმა შევედით გაყინულ მდინარეში და გადავივლეთ ყინულივით წყალი.


ამის შემდეგ დავბრუნდით ულამაზესი ბილიკით რომელიც მწყემსებმა მიგვასწავლეს და მივედით მანქანამდე.


თემურიმ აზრი გამოთქვა რომ თუ სურვილი მქონდა ის დაჯდებოდა საჭესთან და მე მუხურამდე ველოთი დავეშვებოდი. ასეც მოვიქეცით.


მივედით სოფელ მუხურთან და ჩემი ველოც მანქანაზე დავამაგრეთ. მოვილაპარაკეთ რომ შინ არ დავბრუნებულიყავით და ჭარაში გაგვეგრძელებინა გზა და მოგვენახულებინა ველოსიპედებით მტირალას-კინტრიშის-მაჭახელას ეროვნული პარკები.


ჩავედით ბათუმში იმ სარამოსვე და იმ ღამეს ქართულ რესტორანს ვეწვიეთ სადაც დავაგემოვნეთ კერძები და წითელი ღვინო.


მეორე დილით უკვე დასვენებულებმა მაჭახელას ეროვნულ პარკის ბილიკებს შევუდექით ველოთი სადაც ულამაზესი ბუნება და ხედები გადაგვეშალა. ენით აუღწერელი სილამაზეები ვიხილეთ რამაც განგვაცვიფრა. ამინდიც საუკეთესოები დაგვემტხვა +25 გრადუსი სითბო


აჯარის ამ ულამაზეს მხარეში მოგზაურობაზე ცალკე ვიდეო გადავირე და მის შესახებ ცალკე მოგიყვებით შემდეგ ბლოგში. არ გამოტოვოთ თვალი ადევნეთ ჩვენ ტავგადასავლებს წინ ბევრი საინტერესო ამბები გელოდებათ.


გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი.








1 Comment

Rated 0 out of 5 stars.
No ratings yet

Add a rating

Pune’s Best AWS Cloud Training offers a comprehensive learning experience designed to power up your cloud knowledge and career prospects. This course covers everything from fundamental cloud concepts to advanced AWS services like EC2, S3, Lambda, and more. Through hands-on labs and real-world scenarios, you’ll learn to architect, deploy, and manage secure, scalable cloud solutions on the AWS platform.


Like
Check back soon
Once posts are published, you’ll see them here.
Recent Posts
Archive
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • Google+ Basic Square
bottom of page