Mountain bike tour in Georgia village Kikibo - Teaser 3 | ველო ტური საქართველოში სოფელი კიკობო
ვინც თვალყურს გვადევნებთ და როგორც წინა პოსტებიდან იცით შარშან ვიმოგზაურეთ მთიან გურიაში, აჭარაში, იმერეთსა და სამცხე-ჯავახეთში. სანამ სრულ ვიდეოს დავდებთ ჩვენი მოგზაურობიდან მინდა ნაწყვეტ ნაწყვეტ გაგაცნოთ ველო მოგზაურობის შესახებ.
დღე 3- გავიღვიძეთ სოფელ კიკიბოში სამცხე-ჯავახეთში სადაც წინა ღამით ხვთისნიერმა ოჯახმა თავისთან მიგვიპატიჟა და წინა ღამე მათთან ოჯახში გავათენეთ. მიუხედავად იმისა რომ ჩვენ თან გვქონდა წაღებული ყველა საჭირო ატრიბუტი ღამე კემპინგი გაგვეშალა.
გაგვიმასპინძლდნენ ცხელი ჩაით,თაფლით, ადგილობრივი რძის პროდუქტით, მოგვცეს თბილი თავშესაფარი, თბილი კერა და მთელი დღის ნამგზავრებმა მივიღეთ ცხელი შხაპი. რომ იტყვიან ძველ ქართველებს როგორც შეეფერებათ სტუმარ მასპინძლობა იმაზე ბევრად თბილად მიგვიღო სოფელ კიკიბოში მცხოვრებმა ოჯახმა, ისე როგორც საკუთარი ოჯახის წევრები.
ამ ოჯახში გატარებულმა ღამემ დაგვანახა რომ რომ ისეთ მთიან ადგილებში სადაც ტურიზმი ჯერ კიდევ არ არის განვითარებული იქ მცხოვრები ხალხი არ შეცვლილა და ის ძველი სტუმართ მასპინძლობა რასაც ჩვენი ძველი ისტორია გვიყვება კიდევ აქვს შემორჩენილი.
იმედს ვიტოვებთ ყველა ჩვენთაგანი რომ ჩვენც შევძლებთ როდესღაც ამ ოჯახისთვის ან სხვებისთვის იმავე სიკეთის გაკეთებას.
გათენდა მოკლედ მე-3 დილა და თავი რომ წამოვწიე ყველას ტკბილად ეძინა, მომერიდა ბიჭებისათვის ძილი შემეწყვეტინა და აღარ გავაღვიძე, ვიფიქრე გამოიძინებენ თქო და წამოვდექი ჩუმად და ჩემ საქმეებს მივხედე.
დილის 10 საათი ხდებოდა ყველას რომ გამოეღვიძათ და დაბლა ჩამოვიდნენ.
მასპინძლებმა ცეცხლ ანთებულ ფეცთან უგემრიელესი გაშლილი სუფრა დაგვახვედრეს, ადგილობრივი უგემრიელესი სურსათ სანოვაგით და ტყის ტახის შემწვარი ხორცით.
ოჯახს გამოვემშვიდობეთ, გადავუხადეთ დიდი მადლობა და დავიძარით ველოსიპედებით.
დილის 11 საათი ხდებოდა რომ იტყვიან ძალიან გვიან დავიძარით ჯაჯის ტბის მიმართულებით.
წინა დღით დაღლილ ბიჭებს აზრად მოაფიქრდათ რომ ადგილობრივი მძღოლი გვეპოვა ვისაც თანხას გადავუხდიდით და მანქანით აგვიყვანდა ჯაჯის ტბაზე, არარ მოგვიწევდა დაღლა აღმართზე სიარულით და მერე ჩვენი ველოსიპედებით თავისუფლად შევძლებდით დაშვებას ქუთაისის მიმართულებით.
რადგანაც სოფელ კიკიბოში სულ 6 ოჯახი ცხოვრობდა და მანქანა არცერთს არ ყავდა ამიტომ გადავწყვიტეთ რომ მომდევნო სოფლში გვეპოვა ვინმე რომელიც სულ 2 კმ მოშორებით მდებარეობდა.
ასეც მოხდა როდესაც მეორე სოფლად მივედით ვიპოვეთ გამოცდილი ადგილობრივი მძღოლი რომელმაც კარგად იცოდა მანქანის მართვა და კარგად ერკვეოდა ტერიტორიებში.
მოკლედ როგორც იქნა დაქოქეს საბჭოთა დროეინდელი უაზი რომელიც ალბათ 1959 წელს იყო დამზადებული და უკანა სავარძელზე ჩავალაგეთ ჩვენი დაშლილი ველოსიპედები კოხტად, ერთი ველოსიპედი სახურავზე დავაკარით, მე წინა მანქანის მარჯვენა ფრთაზე შემოვჯექი, 2 ბიჭი გიორგი და მძღოლის დამხმარე მანქანის უკანა საბარგულზე, ირაკლი და ლაშა მძღოლის გვერძე სავარძელში მოკალათდნენ და დავიძარით მაღლა მთაში.
უაზით მგზავრობა ერთ-ერთი ყველაზე სახალისო მომენტი იყო რაც მაგ 3 დღიანი ტურიდან მახსენდება. ეს ძველი რკინის მასე საკმაოდ გამძლე გამოდგა და აღვფრთოვანდით მის გამძლეობით, დარწმუნებული ვარ ბევრი თანამედროვე მანქანა მას გამძლეობაში ვერ შეედრება.
დილით როგორც რუქაზე ჩანდა სულ 19კმ იყო აღმართი სავალი მანქანით რაღაც სოფლამდე რომელსაც სახელი არ ერქვა და არც რუქაზე იყო მონიშნული და მას მერე კიდევ 2 კმ რჩებოდა ტბამდე ფეხით მისასვლელი.
რადგანაც მანქანის გზა მეტს აღარ მიდიოდა დანარცენი 2კმ გავეშურეთ ტბისკენ ფეხით.
მოკლედ მართლაც კარგი იდეა იყო მანქანის დაქირავება თუარა და დილით გვქონდა სათადარიგო გეგმა და ჯაჯის ტბის მაგივრად აბასთუმანში დავეშვებოდით ველოსიპედებით.
მომდევნო ვიდეოს მე-3 დღის ბოლო ნაწილს ვეცდები ხვალ დავდო და გაიგებთ თუ რა მოხდა და რა სირთულეში აღმოჩნდა ჩვენი მეგობრის გიორგის ველოსიპედი ჯაჯის ტბამდე არ მისული
.
თვალი ადევნეთ ჩვენ ვებ გვერდს და ბევრ საინტერესო ისტორიას მოისმენთ ჩვენი ველო მოგზაურობიდა.
დაბლა იხილეთ ჩვენი YouTube ვიდეო და თუ მოგწონთ ჩვენი ვიდეო და თავგადასავლები გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი ღილაკზე თითის დაჭერით Subscribe და ბევრ საინტერესო ვიდეოს ნახავთ.
Comentários