top of page
Featured Posts

Ebike tour in Georgia Bakuriani | Snow bike tour in Georgia ski lifts | Winter Holiday in Georgia

როგორც მოგეხსენებათ საქართველოში არსებობს ბევრი სამთო სათხილამურო კურორტები და ერთ-ერთი ცნობილი კურორტი გახლავთ ბაკურიანი რომელიც ზღვის დონიდან 1700 მეტრს სიმაღლეზე მდებარეობს.





ბაკურიანი ცნობილია ზამთრის სათხილამურო ტურიზმით სადაც სეზონზე უამრავი ადგილობრივი და უცხოელი ტურისტი მასპინძლობს. გასულ წლებში მოეწყო უამრავი გასართობი ატრაქციონი და სათხილამურო გზები. ყოველ წლიურად ტარდება საერთაშორისო ზამთრის სათხილამურო შეჯიბრებები. მოსახლეობის შემოსავლის წყაროს წარმოადგენს სეზონზე გამომუშავებული თანხები რომელსაც დამსვენებელისგან სარგებლის სახით ღებულობს ადგილობრივი მოსახლეობა. ადგილობრივი მოსახლეობა აქირავებს ბინებს დამსვენებელზე, ასევე დამსვენებელს სთავაზობობენ შემდეგი სახის ტურისტულ სერვისს: ცხენით, ციგებით, თოვლმავლებით ტურებს.





ბაკურიანი გამოირჩევა სხვა სათხილამურო კურორტებისგან იმით რომ უხვად არის წიწვოვანი ფიჭვის ხეები რაც ჟანგბადს სამკურნალოს ხდის დამსვენებელთათვის.


ბაკურიანს ადგილობრივი ტურისტთაგან ძირითადად ოჯახები სტუმრობენ და ცდილობენ ბავშვები გაართონ სხვანაირად. ბაკურიანში დასვენება სხვა სათხილამურო კურორტებისგან განსხვავებიძ ბევრად იაფია და თითქმის ყველა სერვისი ხელმისაწვდომია დამსვენებელთათვის.





ზაფხულის პერიოდშიც არ აკლია ტურისტი ბაკურიანს, მაგრამ ზაფხულში ძალიან ცოტა რაოდენობის ტურისტი ისვენებს ზამთართან შედარებით.


მოკლედ სანამ ბაკურიანში წავიდოდი ჩემი ელექტრო ველოსიპედი მივიყვანე Georiders-ის ველო სახელოსნოში და ჩვენ მექანიკოს თავიდან ბოლომდე შევამოწმებინე https://www.georidersshop.ge/

29-ნი საბურავები მოვხსენით და მთლიანად Wheelset-ი შევცვალეთ და დავაყენეთ KLS 27.5-ნი 2.8 https://www.kellysbike.com/en/tires-c208/ რომელის შეძენაც ველო სახელოსნოში არის შესაძლებელი, საბურავს შიგნიდან აქვს Kevlar - ის ფენის დამცავი შრე რომელიც იცავს კამერას ეკლებისაგან. Kevlar - ის მასალა რომელიც ჯავშან ჟილეტებში გამოიყენება https://en.wikipedia.org/wiki/Kevlar .


გაგიჩდებათ ლოგიკური კითხვა თუ რატომ გამოვცვალე ველოსიპედზე Wheelset - ი და 29-ნი საბურავის ნაცვლად რატომ ვარჩიე 27.5-ნი 27.5X2.8 ? გამოცვლის მიზეზი გახლავთ ის რომ 2.8 ზომა საბურავის ჰაერით დაბერვა არის 0.8 ბარზე რაც სუპერ სირბილეს და მოჭიდების საშუალებას აძლევს საბურავს გაყინულ თოვლის ზედაპირზე.





გამოსავალი იმისა რომ ზაფხულში ამ რეგიონს ეწვიოს უფრო მეტი ტურისტი ასეთად განვიხილავდი სამთო ველო გზების მოწყობის სფეროს რომელიც ბევრად მიმზიდველს გახდეიდა ამ რეგიონს ექსტრემალური დასვენებისთვის. საბაგიროები ზაფხულობით შეძლებდნენ სრულად დატვირთვას. ბაკურიანი მდებარეობს თრიალეთის ქედზე რომელიც იდეალურია ველო ტურიზმისთვის, მაგალითისთვის მოვიყვან შემდეგ მარშრუტს: თბილისიდან ძველი აბრეშუმის გზის გავლით ბაკურიანამდე ჩასვლა 3 დღეში. თბილისი - კლდეკარი - წალკა - ტაბაწყური - მიტარბი - ბაკურიანი.

ქვემოთ მინდა წარმოგიდგინოთ პატარა ვიდეო ბაკურიანიდან. ჩემი სვლით მოვახერხე და ავედი ციცაბო აღმართზე საიდანაც განვახორციელე სასიამოვნო დაშვება.


იხილეთ ვიდეო და გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი




1 comentário

Avaliado com 0 de 5 estrelas.
Ainda sem avaliações

Adicione uma avaliação

Are you ready to take your cybersecurity skills to the next level? Look no further than CEH training in Pune. Our comprehensive Certified Ethical Hacker (CEH) training program in Pune will equip you with the latest tools and techniques to identify and resolve cybersecurity vulnerabilities. With expert instructors and hands-on practical sessions, you'll gain the knowledge and confidence to excel in ethical hacking. Join our CEH training program in Pune and pave the way to a successful career in cybersecurity.


Curtir
Check back soon
Once posts are published, you’ll see them here.
Recent Posts
Archive
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • Google+ Basic Square
bottom of page